„ქართული ოცნებიდან" აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ქედაში, მამუკა თურმანიძე, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქედის დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში მამუკა თურმანიძე, ქედის სოფლების: ზვარის, ზესოფლის, კვაშტის, ვაიოსა და სირაბიძეების მოსახლეობას შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” ავრცელებს.

შეხვედრაზე დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა მიმდინარე პროექტებზე,ამომრჩეველთან ერთად დაისახა სამომავლო გეგმები.

„ვგრძნობ ჩემი ხალხის მხარდაჭერას და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის მათ სამსახურში ვიქნები. მჯერა 26 ოქტომბერს გააკეთებენ სწორ არჩევანს“, - განაცხადა მამუკა თურმანიძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ქედის მუნიციპალიტეტის მერი- როლანდ ბერიძე და საკრებულოს თავმჯდომარე - ამირან ცინცაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება