„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი  დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ბოლნისის  მუნიციპალიტეტში მართავს

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის რაიონის სოფლების: ჯავშანიანის, კიანეთის, საბერეთის, მუშევანისა და ქვეშის მოსახლეობას შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგატმა მოსახლეობასთან განიხილა ზოგადი გამოწვევები, მუნიციპალიტეტში განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტები.

„ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა ჯავშანიანის, კიანეთის, საბერეთის, მუშევანისა და ქვეშის მოსახლეობასთან.

განვიხილეთ ზოგადი გამოწვევები, მუნიციპალიტეტში განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტები. ხაზი გავუსვით 26 ოქტომბრისა და მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

მე მჯერა, ჩემი ბოლნისელების უპირობო მხარდაჭერის!“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება