კახა კალაძე - 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ, რათა დავიცვათ საკუთარი არჩევანი და ამით დავიცვათ ჩვენი  ქვეყნის ხვალინდელი დღე - გახსოვდეთ, ზუსტად თქვენი ხმა არის ამ არჩევნებში გადამწყვეტი!

თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, - ასე მიმართა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გორში გამართულ შეხვედრაზე შეკრებულ მოსახლეობას.

კახა კალაძის თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

“ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი, ომსა და მშვიდობას შორის; ჩვენი ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებასა და უსამშობლო ადამიანების მიერ თავსმოხვეულ პროპაგანდას შორის… სწორედ ამიტომ, თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. დიახ, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ, რათა დავიცვათ საკუთარი არჩევანი და ამით დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, შვილებისა და შვილიშვილების მომავალი.

გახსოვდეთ, რომ ზუსტად თქვენი ხმა არის ამ არჩევნებში გადამწყვეტი!

“ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა პარლამენტში, საჭიროა არა პარტიის ლიდერებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის, საქართველოს მშვიდობიანი განვითარებისთვის და მისი ევროპული მომავლისთვის. და ეს ასეც იქნება!

ამ ბრძოლას ჩვენ ერთად მოვიგებთ და მთელ მსოფლიოს დავანახებთ, რომ ვართ ღირსეული ერი.

მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, და კეთილდღეობით უზრუნველვყოფთ ქვეყნის ევროპულ მომავალს!”- განაცხადა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!