ირაკლი კობახიძე - არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო, გარე ჩარევის ფონზე, მაგრამ საზოგადოება ხედავს ყველაფერს, აქედან გამომდინარე, ვერც ერთ მცდელობას წარმატება ვერ ექნება

მართალია, ცალკეული სენატორის განცხადებები ზიანს აყენებს სენატის რეპუტაციას, მაგრამ სენატი მაინც დარჩება ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს სახელმწიფო ინსტიტუტად და ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გორში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც ერთ-ერთი სენატორი გამოდის და ვიგინდარას უწოდებს მმართველ პარტიას, შეურაცხყოფას აყენებს, პირველ რიგში, აშშ-ის სენატს.

„ყველა ხედავთ, რომ რეალურად არის ინტენსიური გარე ჩარევა. ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე. გამოდის ერთ-ერთი სენატორი და შეურაცხყოფას აყენებს პირველ რიგში აშშ-ის სენატს, როდესაც ვიგინდარას უწოდებს მმართველ პარტიას, ხალხის მიერ არჩეულ მმართველ პარტიას საქართველოში. დღეს არის გარე ჩარევის მცდელობა, მაგრამ საზოგადოება ხომ ხედავს ყველაფერს, აქედან გამომდინარე ვერც ერთ ასეთ მცდელობას ვერ ექნება წარმატება. რაც შეეხება ასეთ შეფასებებს, ასეთ განცხადებებს, ასეთი რამ პირველ რიგში ზიანს აყენებს თავად იმ ინსტიტუტების იმიჯს, რომლებსაც ეს ადამიანები წარმოადგენენ. თუმცა ყველას გვესმის, რომ ცალკეული სენატორები საბოლოო ჯამში ვერ განზოგადდებიან სენატზე. მართალია, მათი განცხადებები ზიანს აყენებს სენატის რეპუტაციას, მაგრამ სენატი მაინც დარჩება ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს სახელმწიფო ინსტიტუტად და ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება