ირაკლი კობახიძე - როდესაც ჩვენი ზომის ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, მაშინაც კი, ამ ზომის ქვეყნისთვის ევროკავშირის დახმარება წლიურად შეადგენს დაახლოებით, ნახევარ მილიარდ დოლარს, 14 მილიარდი დოლარი ჩვეულებრივი ტყუილია

როდესაც ჩვენი ზომის ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, მაშინაც კი, ამ ზომის ქვეყნისთვის ევროკავშირის დახმარება წლიურად შეადგენს დაახლოებით, ნახევარ მილიარდ დოლარს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 14 მილიარდიანი ევროს დაფინანსების საკითხი ჩვეულებრივი ტყუილია.

„რაც შეეხება გაწევრიანებას, ჩვენ ვსაუბრობთ 2030 წელზე, მათ შორის, გამომდინარე იქიდან, რომ 2030 წელზე საუბრობენ თავად ევროპელი პარტნიორები. ეს არის ყველაზე მოკლე ვადა, როდესაც შეიძლება საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. როდესაც ჩვენი ზომის ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, მაშინაც კი, ამ ზომის ქვეყნისთვის ევროკავშირის დახმარება წლიურად შეადგენს დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარს, ანუ 2031 წლიდან საქართველო მიიღებს დაახლოებით, ნახევარ მილიარდ დოლარს. 14 მილიარდი დოლარი არის ჩვეულებრივი ტყუილი. თუ საუბარია კანდიდატ ქვეყნებზე, კანდიდატი ქვეყნებისთვის მთლიანად არის გამოყოფილი 14 მილიარდი 7 წელიწადზე. ამ 14 მილიარდიდან უდიდესი ნაწილი მიდის, მაგალითად თურქეთზე იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე დიდი ქვეყანა, ათეულობით მილიონი მოსახლეობით, ეს მიდის სერბეთზე, მონტენეგროზე, ბოსნიაზე, უკრაინაზე, მოლდოვაზე. შესაბამისად, 14 მილიარდიდან რამდენი შეიძლება შეხვდეს 7 წელიწადში საქართველოს, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ. ამ 14 მილიარდიდან საქართველოს წილი რეალურად არის 100 მილიონი, რასაც ისედაც იღებს საქართველო. შესაბამისად, ეს 14 მლრდ. არის ტყუილი. აქედან გამომდინარე, ძალიან უჭირს და საერთოდ ვერ ახერხებს „ნაცმოძრაობა" იმის დაკონკრეტებას, თუ რას უკავშირდება ეს დაპირება. ეს არის ცარიელი ტყუილი, რომელიც, რეალურად, ნახევარ საათში გაქარწყლდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება