კახა კალაძე ოპოზიციაზე - როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, კლავდნენ, აუბედურებდნენ, დღეს  რა შესაძლებლობებიც აქვთ, იმას იყენებენ

„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც დღეს ოპოზიციად გვევლინება, როდესაც ხელისუფლებაში იყო, კლავდა და აუბედურებდა ადამიანებს, დღეს ამის რესურსი არ აქვთ და რა შესაძლებლობებიც აქვთ, იმას იყენებენ", - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებას, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი საარჩევნო კამპანიის შესახებ.

მისი შეფასებით, სიძულვილი და ბულინგი „ნაციონალური მოძრაობის" თანმდევი პროცესია.

„სიძულვილს და ბულინგს რაც შეეხება, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" თანმდევი პროცესი. მე კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაზე" ვსაუბრობ, იმ რადიკალურ დაჯგუფებაზე, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ოპოზიციად გვევლინება. რამდენი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ იმისა, თუ როგორ აყენებენ შეურაცხყოფას განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს. თუნდაც, მაგალითად, ახლა, როდესაც ჩვენ საზოგადოებას საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარვუდგინეთ, ყველამ ნახა, როგორი თავდასხმები მიდიოდა ჩვენს გმირ და ღირსეულ ოლიმპიურ ჩემპიონებზე, სპორტსმენებზე. ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ თანმდევი პროცესი, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენონ, გალანძღონ, დააბულინგონ, სტრესში ჩააგდონ. ადრე, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, კლავდნენ, აუბედურებდნენ ადამიანებს, დღეს უბრალოდ ამის რესურსი არ აქვთ და რა შესაძლებლობებიც აქვთ, იმას იყენებენ, სამწუხაროდ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის მცდელობას, ხელი შეეშალა „ქართული ოცნების" ღონისძიებისთვის, თბილისის მერი ამბობს, რომ ვინც ამ ფორმით მოქმედებს, 26 ოქტომბერს საზოგადოებისგან შესაბამის პასუხს მიიღებს.

„სამწუხაროა, რომ კიდევ წარსულში არიან ჩარჩენილები და ფიქრობენ, რომ საარჩევნო კამპანიის დროს, საზოგადოებასთან შეხვედრისას ამა თუ იმ პარტიისთვის ხელის შეშლით შეუძლიათ რაღაც ბენეფიტები მიიღონ. წარმოუდგენელია უბრალოდ. მხოლოდ და მხოლოდ მინუსები და ნეგატივი შეიძლება მიიღოს კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ". დღეს ქვეყანაში გვაქვს თავისუფალი გარემო, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას თუ პოლიტიკოსს შეუძლია, აწარმოოს საარჩევნო კამპანია და არ არის სწორი ეს ხელის შეშლები, მივარდნები, შეურაცხყოფის მიყენება და ასე შემდეგ. ეს კატეგორიულად მიუღებელია და ვინც ამ ფორმით მოქმედებს, 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გასცემს შესაბამის პასუხს", - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება