კახა კალაძე დასავლელი პარტნიორების განცხადებებზე - რასაც ვისმენთ, თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა - მათ საქართველოს დასჯის მცდელობა აქვთ

მათ საქართველოს დასჯის მცდელობა აქვთ იმის გამო, რომ ჩვენ დავიცავით ჩვენი ქვეყანა, დავიცავით საქართველოს ინტერესი, ქვეყანა არ შეუერთდა სანქციებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, დასავლეთში საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასაცავად.

„განცხადებები, რასაც ვისმენთ, არის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა. მე გეკითხებით, გახსოვთ 2012 წლამდე პერიოდი, რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორი დამოკიდებულება იყო თუნდაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ? დღეს ხედავთ, როგორ მიდის საარჩევნო კამპანია, როგორი დამოკიდებულებაა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიმართ. დღეს განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. ეს რადიკალები ვინც არიან, რადიკალური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, პირიქით აბულინგებენ და შეურაცხყოფას აყენებენ მათ, ვინც მათ აზრზე არაა, სახლებში უვარდებიან თავიანთი ტელევიზიებით და ასე შემდეგ. ავიღოთ „გამჭვირვალობის კანონი“. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი ან ეწინააღმდეგებოდეს განვითარებას, დემოკრატიულობას? გვსჯიან იმის გამო, რომ არ შევუერთდით სანქციებს და საქართველოში არ გავხსენით მეორე ფრონტი, ამით მხოლოდ და მხოლოდ ქართველ მეწარმეს და ქართველ გლეხს დავაზიანებდით. საქართველოს გამოყენება კი არ მოხდება არცერთი ქვეყნის ინტერესებისთვის. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და დავიცავთ საკუთარ ხალხს", - განაცხადა თბილისის მერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს