დავით კოდუა -  ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდების ხელშეწყობაა, რაც კიდევ უფრო გაძლიერდება

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი, დავით კოდუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას ხვდება.

პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, დავით კოდუა ახალაბასთუმანში იმყოფებოდა.

მათივე ცნობით, აღნიშნულ სოფელში მთავარ პრობლემას ცენტრალური გზა წარმოადგენდა, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოგვარდა.

„დღის ბოლოს სოფელ ახალაბასთუმანის სამ უბანში შეხვედრები გავმართეთ. ამ სოფელში მთავარ პრობლემას ცენტრალური გზა წარმოადგენდა, რაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოვაგვარეთ, მოვახდინეთ გაზიფიცირება, რეაბილიტაცია ჩავუტარეთ სკოლას. გადასაჭრელი გვაქვს საბავშვო ბაღის, შიდა გზების ნაწილის და წყალმომარაგების ცენტრალური ქსელის მოწყობის საჭიროებები, რასაც ეტაპობრივად, წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით მოვახდენთ.

ამ სოფელში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები არიან, მათ შორის თეიმურაზ თოლორაია, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით სრული დაფინანსებით ჩაირიცხა და მესამე კურსზე სწავლობს. თემო ზუგდიდის მერიის სტიპენდიატია. ის არამარტო ზუგდიდის არამედ მთელი საქართველოს სიამაყეა. ახალგაზრდების წარმატება განსაკუთრებულად მახარებს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდების ხელშეწყობაა, რაც კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება“, - აღნიშნავს კოდუა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს