რუსული მხარის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორაზე 29 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით რუსეთის შვიდ რეგიონში 29 უკრაინული დრონი გაანადგურეს

უწყების განმარტებით, 15 დრონი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 5 - კურსკის ოლქის თავზე, 4 - სმოლენსკის ოლქის თავზე, ორი - ორიოლის ოლქში და თითო-თითო - ბელგოროდის, კალუგის და როსტოვის ოლქების ტერიტორიებზე.

ამასთან, ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრე ბოგომაზის თქმით, ნამსხვრევების ჩამოვარდნისას არავინ დაშავებულა და ნგრევა არ მომხდარა.

თავის მხრივ, კალუგის ოლქის ხელმძღვანელმა ვლადისლავ შაფშამ განაცხადა, რომ დრონი კიროვის რაიონის თავზე გაანადგუეს. მისივე თქმით, ადგილზე ოპერატიული ჯგუფები მუშაობენ.

სმოლენსკის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები როსლავისა და სმოლენსკის რაიონებში ჩამოაგდეს და თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება