"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდა-კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისში, ვირსალაძის ქუჩა N10-ის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე დელეგატმა მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია ახალი სკვერის მოწყობასთან დაკავშირებით, ასევე მოსახლეობა სკვერის პროექტს გაეცნო.

„პროექტის ფარგლებში, ადგილზე გათვალისწინებულია ბილიკების, საბავშვო გასართობი მოედნის, მწვანე ღობისა და განათების სისტემის მოწყობა. დაგეგმილი სამუშაოები 1750 კვადრატულ მეტრზე განხორციელდება“, - განაცხადა დავით კაჭარავამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი - ლევან ჯაფარიძე კრწანისის რაიონის გამგებელი - ბექა მიქაუტაძე და გამგებლის მოადგილე-საბა პატაშური.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს