სერგო ჩიხლაძე - საქართველოს სკანდინავიელი მეგობრები დარწმუნებული არიან, რომ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს ხმას მისცემს დემოკრატიას, მილიარდობით ევროს ინვესტიციას და დაჩქარებული წესით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე, დანიური მხარის მიწვევით დანიაში, კოპენჰაგენში სოციალური-ლიბერალური პარტიის კონგრესზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანიურ პარტიებთან ერთად, კონგრესს ესწრებოდნენ ალდეში შემავალი შვედეთის და ნორვეგიის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

„კონგრესის ფარგლებში, საქართველოს შესახებ სპეციალური სესია იქნა ორგანიზებული, სადაც სერგო ჩიხლაძე ვრცელი მოხსენებით წარდგა საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან და 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩიხლაძემ საუბრისას აქცენტი მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" და სხვა ოპოზიციური ძალების წინასაარჩევნო კამპანიაზე, „რუსული კანონის“ იმპლემენტაციასა და მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებზე გააკეთა.

ოპოზიციონერმა ლიდერმა მოხსენების დროს ყურადღება გაამახვილა "ქართული ოცნების" განცხადებებზე პარტიების აკრძალვის და გასამართლების შესახებ, პოლიტიკურ დევნაზე და ძალადობრივ ქმედებებზე, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს კრიტიკულად განწყობილი ადამიანების თუ ორგანიზაციების მიმართ.

სესიაზე, სკანდინავიური პარტიების წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში გაიმარჯვებენ დემოკრატიული ძალები და საქართველო დაუბრუნდება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზას.

მათი თქმით, "ქართული ოცნების" ანტიდასავლური, ანტი-ევროპული და ანტი-დემოკრატიული ქმედებები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ ღირებულებებთან და ბლოკავს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, აღარიბებს ქვეყანას და აქცევს მას იზოლაციაში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ქვეყნის იზოლაციით, კორუფციით, დიქტატურით, „რუსული კანონით“, დაპატიმრებული პრეზიდენტით, ახალგაზრდების დევნით საქართველოსთვის დიდი ხნით დაიხურება ევროკავშირის კარი.

„ჩვენი მეგობრები დანიიდან, შვედეთიდან და ნორვეგიიდან ერთხმად გვეუბნებიან, რომ ივანიშვილის და მისი პარტიის იზოლაციონისტურმა და ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა, ივანიშვილის მიერ დიქტატურის დაანონსებამ, „რუსული კანონის“ ამოქმედებამ გააჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ქვეყნის იზოლაციით, კორუფციით, დიქტატურით, „რუსული კანონით“, დაპატიმრებული პრეზიდენტით, ახალგაზრდების დევნით ჩვენთვის დიდი ხნით დაიხურება ევროკავშირის კარი.

ამავე დროს, საქართველოს მეგობრები სკანდინავიაში დარწმუნებულები არიან, რომ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს გააკეთებს ისტორიულ არჩევანს და ხმას მისცემს დემოკრატიას და არა დიქტატურას, მილიარდობით ევროს ინვესტიციის მოზიდვას და არა სიღატაკეს, დაჩქარებული წესით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და არა იზოლაციას.

26 ოქტომბერს, ასევე ველოდებით საკმაოდ ბევრ დამკვირვებელს და მოხალისეს ამ ქვეყნებიდან“, -განაცხადა ჩიხლაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა