„დიდი შვიდეული“ – ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკანონო ომის მხარდაჭერა და შეაჩეროს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების და დრონების მიწოდება

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას უმკაცრესად გმობენ.

„ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი ომის მხარდაჭერა და შეაჩეროს ბალისტიკური რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატების (დრონები) და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გადაცემა, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის უკრაინელ ხალხს, ასევე ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას“, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.

მათი მტკიცებით, ირანს რუსეთის უკანონო ომის მიმართ მხარდაჭერისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

„ვინარჩუნებთ მტკიცე ვალდებულებას, დაეკისროს ირანს პასუხისმგებლობა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის უკანონო ომის მიმართ მიუღებელი მხარდაჭერისთვის, რაც კიდევ უფრო ძირს უთხრის გლობალურ უსაფრთხოებას. ამ საკითხზე ჩვენი წინა განცხადებების შესაბამისად, უკვე ვპასუხობთ ახალი და მნიშვნელოვანი ზომებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა