„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს  დელეგატი  აკაკი ალადაშვილი  მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, დოლიძისა და ჩიქოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეხვდა. ინფორმაციას „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„შეხვედრაზე, მოსახლეობას „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა, ჩვენი გუნდის ძირითადი ღირებულებები და ფასეულობები გავაცანი.

მოსახლეობისგან, მოვისმინე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული საჭიროებები და ერთად დავსახეთ მათი გადაჭრის გზები“, - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს