მარიკა მიქიაშვილი - ივანიშვილის ღალატს 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები საარჩევნო უბნებზე გასცემენ პასუხს

ივანიშვილის ღალატს 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები საარჩევნო უბნებზე გასცემენ პასუხს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, მარიკა მიქიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ისტორია ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს კუთვნილ ადგილს მიუჩენს ფილიპე მახარაძის, სერგო ორჯონიკიძის და სხვა მოღალატეთა გვერდით.

„მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც 2008 წლის ომში საქართველოს ბრალზე საუბრობს: 1. პუტინის "ეძინაია რასია" 2. ივანიშვილის "ქართული ოცნება“. სტრასბურგის და ჰააგის სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, რომ რუსეთმა ომის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები და ეთნიკური წმენდა ჩაიდინა. ივანიშვილის რუსული პროპაგანდისტული ხაზი არის ჩვენი ხალხის და იმ გმირების შეურაცხყოფა, ვინც საქართველოს თავისუფლებას, თითოეული ჩვენგანის მომავალს თავი შესწირა. სამშობლოს ღალატის და უღირსობის პოლიტიკა 26 ოქტომბერს დასრულდება. საქართველოს მოქალაქეები ივანიშვილის ღალატს პასუხს საარჩევნო უბნებზე გასცემენ. ამომრჩეველი მოიტანს ცვლილებას ქართული და მაშასადამე, ევროპული სახელმწიფოს განსამტკიცებლად. ისტორია კი ივანიშვილსა და მის გუნდს კუთვნილ ადგილს მიუჩენს ფილიპე მახარაძის, სერგო ორჯონიკიძის და სხვა მოღალატეთა გვერდით“,- განაცხადა მიქიაშვილმა, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, გუშინ, გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო