მამუკა ხაზარაძე - დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც  არა ქართველ ხალხს, არამედ ემსახურება რუსეთს

დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც არა ქართველ ხალხს, არამედ ემსახურება რუსეთს , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მზიურის პარკში ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაცია "GEN-Z ევროპისთვის" "ძლიერ საქართველოს" მხარდაჭერას უცხადებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერმა გუშინდელი განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა ყველა გმირ ახალგაზრდას და მეომარს.

ამასთან, ხაზარაძის განცხადებით, ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას, მაგრამ ოსებთან და აფხაზ ძმებთან ერთდროულად „დავამყარებთ მშვიდობასაც და ბოდიშსაც მოვუხდით ერთმანეთს, არა წინასაარჩევნოდ, არამედ, როდესაც ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს“.

„ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, მე არ ვარ ჯენზის თაობა, არც ჯენზის მსგავსად შემიძლია საუბარი, მაგრამ შემიძლია მოვისმინო და თქვენთან ერთად მივიღო გადაწყვეტილებები და პრობლემების გადაწყვეტაზე ვიმუშაო - თქვენთან ერთად. თქვენ ის თაობა ხართ, რომელიც ჩემზე მეტი წელი იცხოვრებთ საქართველოში და მინდა, რომ მომავალ საქართველოში ის მომავალი, ის ცხოვრება გქონდეთ, სადაც მყარად იქნებით ფეხზე, სადაც სამშობლოში გექნებათ პერსპექტივა - აქ დასახლდეთ, აქ ისწავლოთ და მუდმივად იამაყოთ თქვენი საქმიანობით, თქვენი კარიერით თქვენი პროფესიონალიზმით და საქართველოს დროშით.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, დღეს გვყავს ხელისუფლება, სამწუხაროდ, რომელიც არა ქართველ ხალხს, არამედ ემსახურება რუსეთს. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ განცხადება, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერი მადლობას უცხადებს რუსეთს და შეურაცხყოფა აყენებს ყველა გმირ ახალგაზრდას და ყველა იმ მეომარს, რომელმაც ჩვენი სამშობლოსთვის თავი დადო. ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას, მაგრამ ოსებთან და აფხაზ ძმებთან ჩვენ ყოველთვის, ერთდროულად მშვიდობასაც დავამყარებთ, ერთდროულად ბოდიშსაც მოვუხდით ერთმანეთს, მაგრამ ეს არ მოხდება წინასაარჩევნოდ, ეს მოხდება, როდესაც ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ ახალგაზრდებს მიმართა, რომ სწორედ ისინი არიან ხმა, რომელიც უნდა გადაიქცეს საქმედ.

„რომ გიყურებთ ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა და ძალიან დიდი იმედის ნაპერწკალი არის ჩემში. იმიტომ, რომ ვხედავ ჩვენი ქვეყნის მომავალს.ვხედავ იმ ძალას, რომელმაც უნდა იცხოვროს მომავალ საქართველოში, ძლიერ საქართველოში, მაგრამ მე აქ არ მოვედი იმისთვის, რომ მე გესაუბროთ, მოვედი ჩემ მეგობრებთან ერთად იმისთვის, რომ მოგისმინოთ თქვენ, რადგან თქვენი ხმა არის ის ხმა, რომელიც ყველამ უნდა გავიზიაროთ და თქვენთან ერთად გადავაქციოთ ეს ხმა საქმედ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება