დონალდ ტრამპი - არასდროს შევწყვეტ თქვენთვის ბრძოლას, არასოდეს დავნებდები

ნუ გეშინიათ! უსაფრთხოდ და კარგად ვარ და არავინ დაშავებულა. მადლობა ღმერთს! - ამის შესახებ აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი წერს.

„არსებობენ ადამიანები ამ სამყაროში, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ შეგვიჩერონ. არ შევწყვეტ თქვენთვის ბრძოლას, არასოდეს დავნებდები“, - აცხადებს ტრამპი.

ცნობისთვის, ფლორიდაში, დონალდ ტრამპის გოლფის მოედანთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი გოლფს თამაშობდა, სროლა მოხდა. აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ განაცხადა, რომ მომხდარი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო. ეჭვმიტანილი დაკავებულია. მედიის ინფორმაციით, ის შუახნის მამაკაცი, რაიან უესლი როუტია. საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, შეიარაღებული თავდამსხმელი ტრამპისგან 300-500 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა. სამართალდამცავებმა იმ ადგილას, სადაც ეჭვმიტანილი იყო განთავსებული, AK-47 სტილის თოფი, კამერა და ზურგჩანთები იპოვეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება