CNN - დონალდ ტრამპის შესაძლო მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ყოფილ პრეზიდენტს ხშირად აკრიტიკებდა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა

58 წლის რაიან უესლი როუთი, რომელიც ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესაძლო მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი, სოციალურ მედიაში დონალდ ტრამპს ხშირად აკრიტიკებდა,- ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

ტელეკომპანიის ცნობით, ივლისში, ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, როუთმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს მოუწოდა, სროლის შედეგად დაჭრილები მოენახულებინათ და მოკლულის პანაშვიდს დასწრებოდნენ.

„თქვენ და ბაიდენმა უნდა მოინახულოთ საავადმყოფოში ის ადამიანები, რომლებიც ტრამპის მიტინგზე დაიჭრნენ და დაესწროთ მოკლული პანაშვიდს, რადგან ტრამპი არასოდეს არაფერს გააკეთებს მათთვის“, - აღნიშნულია პოსტში, რომლითაც ეჭვმიტანილმა მაშინ კამალა ჰარისს მიმართა.

აპრილში კი მან დაწერა, რომ ტრამპს სურს, ამერიკელები მონებად აქციოს.

„დემოკრატია სასწორზეა, არ შეიძლება დავმარცხდეთ“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, რომლითაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიმართა.

ამასთან, CNN-ი წერს, რომ ეჭვმიტანილი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა. 2022 წელს მან დაწერა, რომ მზად იყო, უკრაინისთვის ბრძოლაში დაღუპულიყო. „ჩვენ უნდა გადავწვათ კრემლი“, - აღნიშნულია როუთის პოსტში. ამასთან, CNN-ის მიერ მოპოვებული ვიდეო და ფოტოების მიხედვით, ეჭვმიტანილი, რომელიც სამართალდამცავებმა დონალდ ტრამპის შესაძლო მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს, 2022 წელს უკრაინაში იმყოფებოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს