უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 56 დრონიდან 53 ჩამოაგდეს

რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ Shahed-131/136 ტიპის 56 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 53 მათგანი გაანადგურეს, სამი დრონი კი ლოკაციურად დაიკარგა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დრონები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქიდან და ქალაქ იეისკიდან გაუშვეს და თავდასხმის ძირითადი მიმართულება ამჯერად კიევი იყო.

„საზენიტო ბრძოლის შედეგად, მტრის 53 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს კიევის, ჩერკასის, ვინიცას, პოლტავას, სუმის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკისა და ჩერკასის ოლქებში“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება