„ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“ საინფორმაციო კამპანიას იწყებს

„იცით თუ არა“ - ასე ჰქვია საინფორმაციო კამპანიას, რომელიც „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგმა“ დაიწყო. ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კამპანიის მიზანია, ჰოლდინგში შემავალი კომპანიების უფლება-მოვალეობებზე, საქართველოს რეგიონების და თბილისის შემოგარენის მცხოვრებლები უკეთ ინფორმირებულები იყვნენ.

„კამპანია სოციალურ ქსელის მეშვეობით დავიწყეთ. ყველამ იცის, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობის გამიჯვნა 3 წლის წინ დასრულდა, თუმცა, ჩვენ გვინდა აბონენტები უკეთ იყვნენ ინფორმირებულები ჰოლდინგში შემავალი თითოეული კომპანიის საქმიანობის შესახებ“, - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯროჯია ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, ავთო დვალიშვილმა.

მისივე თქმით, მოსახლეობას დეტალურად მიეწოდება ინფორმაცია იმის შესახებ, მაგალითად, ვის უხდიან მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, ვის ეკუთვნის ელექტროქსელი და ა.შ. „იცით თუ არა“ კამპანიის ფარგლებში, 3 თვის განმავლობაში კომპანიის სოციალურ ქსელში საინფორმაციო პოსტერები და ვიდეოები გამოქვეყნდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს