ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში „ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2024“ გაიმართება

28 სექტემბერს, 12:00-დან 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში „ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2024“ გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამეცნიერო პიკნიკის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევათა სახალისო ფორმით წარმოჩენა ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის.

„ილიაუნის მეცნიერები და მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფები ილიაუნის ეზოში საინტერესო ექსპერიმენტებს, ინტერაქციულ გამოფენებსა და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს შემოგთავაზებენ.

პიკნიკზე დააკვირდებით საინტერესო აქტივობებს, რომლებიც ხსნიან ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის და სხვა მეცნიერებათა მომხიბვლელ პრინციპებს.

ექსპერიმენტებისა და დემონსტრაციების გარდა თბილისის ზოოპარკი, განათლებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციები, საჯარო და კერძო სკოლები და კერძო ორგანიზაციები წარმოგიდგენენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სიახლეს, ასევე საკუთარ კვლევებსა და მიღწევებს.

ჩვენი სამეცნიერო პიკნიკი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გართობა და თამაშები – ეს არის შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან მე-4 მიზნის (SDG 4) – „ხარისხიანი განათლება: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის” – შესრულებაში.

რატომ არის მნიშვნელოვანი სამეცნიერო პიკნიკი SDG 4-ისთვის: პრაქტიკული სწავლება: ინტერაქციული სამეცნიერო ექსპერიმენტები და დემონსტრაციები ხელს უწყობენ კრიტიკული აზროვნების, ცნობისმოყვარეობისა და პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარებას; ინკლუზიური განათლება: ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი ყველასთვისაა და ხელს უწყობს ვიზიტორების წვდომას ხარისხიან საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე განურჩევლად ასაკისა და გამოცდილებისა. უწყვეტი სწავლების (lifelong learning) წახალისება: პიკნიკი ეხმარება როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს მეცნიერების საოცრებების შესასწავლად. მისი მიზანია სწავლისადმი უწყვეტი გატაცების გაღვივება.

ღონისძიება 28 სექტემბერს, 12:00 -17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5) გაიმართება.

სამეცნიერო პიკნიკის დასრულების შემდეგ ღონისძიების მთავარ სცენაზე ტრადიციულად წელსაც პირველკურსელების მიღების ცერემონია გაიმართება. დასწრება თავისუფალია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება