თბილისიმარათონის საორგანიზაციო ჯგუფი პრესკონფერენციას გამართავს

16 სექტემბერს, 14:00 საათზე, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” თბილისიმარათონის საორგანიზაციო ჯგუფი პრესკონფერენციას გამართავს და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს 22 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგს და მარათონთან დაკავშირებულ სხვა საინტრესო დეტალებს გააცნობს.

პრესკონფერენციაზე მოწვეულ პირებს შორის არიან: საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და მისი მოადგილე. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ქალაქ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი, საქართველოს კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე, თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი ლაშა ჯოხაძე, „ჰანიველ ცემემენტის“ გენერალური დირექტორი დავით ჯუღაშვილი, თბილისიმარათონის სპორტული დირექტორი - ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასთვის“ პრეზიდენტი მაია აზარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისიმარათონი ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენია, რომელიც კომპანია ჰანიველ ცემენტის ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარებას ემსახურება

საკონტაქტო პირი:

ელენე ქართველიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის მენეჯერი.

ტელ: 599 777 715

Email: elene.kartvelishvili@cement.ge

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს