პრემიერი - აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1200 სამხედრო მოსამსახურეს - ისინი კვადრატულ მეტრში მხოლოდ 100 დოლარს გადაიხდიან და მის დასაფარად, უპროცენტო შიდა განვადება იმოქმედებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ახალ, მასშტაბურ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებში აშენდება 43 კორპუსი და ბინები 1200 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა. როგორც კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, თანამონაწილეობის პრინციპის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეები კვადრატულ მეტრში მხოლოდ 100 დოლარს გადაიხდიან და მის დასაფარად, უპროცენტო შიდა განვადება იმოქმედებს.

„წინა სხდომაზე თავდაცვის მინისტრს ვთხოვე, მოემზადებინა გეგმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის საბინაო პროექტის ახალი ეტაპის დასაწყებად. მინდა მადლობა გადავუხადო თავდაცვის მინისტრს სწრაფი რეაგირებისთვის და გეგმის წარმოდგენისთვის. ვიწყებთ ახალ, ძალიან მასშტაბურ პროექტს, რომლის ფარგლებში აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1200 სამხედრო მოსამსახურეს. ეს არის სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ჩვენი უდიდესი პატივისცემის გამოხატულება. თანამონაწილეობის პრინციპის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეები კვადრატულ მეტრში მხოლოდ 100 დოლარს გადაიხდიან და მის დასაფარად, უპროცენტო შიდა განვადება იმოქმედებს. ბინები სულადობის პრინციპის შესაბამისად განაწილდება. სამხედროები 50-80 და 100 კვ მეტრის ბინებს მიიღებენ. ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება, ამას ჩვენი ახალი თავდაცვის კოდექსი უზრუნველყოფს. ბუნებრივია, ასეთი ინიციატივები გააუმჯობესებს სამხედროების და მათი ოჯახების სოციალურ პირობებს, აამაღლებს სამხედროების მოტივაციას და გაზრდის სამხედრო სამსახურში ჩართვის სურვილს. ზოგადად, ეს ყველაფერი გააძლიერებს ქართულ ჯარს, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება