გერმანია სახმელეთო საზღვრებზე მიგრაციის კონტროლს ამკაცრებს

გერმანია სახმელეთო საზღვრებზე კონტროლს ამკაცრებს და თავისუფალი გადაადგილების ფართო ზონაზე, რომელიც ცნობილია როგორც შენგენის ზონა, შეზღუდვებს აწესებს, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

ტელეკომპანიის ცნობით, გერმანიის ამ ნაბიჯმა მის ევროპელ მეზობლებს შორის აღშფოთება გამოიწვია.

დღეიდან, ავსტრიასთან, შვეიცარიასთან, ჩეხეთთან და პოლონეთთან არსებული სასაზღვრო კონტროლის მსგავსად, გერმანიას ასევე ექნება შიდა სასაზღვრო კონტროლი საფრანგეთთან, ლუქსემბურგთან, ნიდერლანდებთან, ბელგიასთან და დანიასთან. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინს უფლება ექნება ადამიანებს ქვეყანაში შესვლაზე უარი ყველა სახმელეთო საზღვარზე უთხრას. ახალი წესები, თავდაპირველად, ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ცვლილებების გამოცხადებისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ გერმანია აძლიერებს შიდა უსაფრთხოებას კონკრეტული ქმედებებით და აგრძელებს მკაცრ პოზიციას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ.

CNN-ი იუწყება, რომ ამ ნაბიჯმა ევროპული ბლოკის ერთიანობა გამოცდის წინაშე დააყენა და გერმანიის მეზობელი ქვეყნების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრებზე კონტროლის გამკაცრება პოლონეთისთვის მიუღებელია და დასძინა, რომ ვარშავა ითხოვს სასწრაფო მოლაპარაკებებს ყველა დაზარალებულ ქვეყანასთან. საბერძნეთმა და ავსტრიამ განაცხადეს, რომ გერმანიის მიერ უარყოფილ მიგრანტებს არ მიიღებენ.

გერმანია საზღვრებისგან თავისუფალი შენგენის ზონის ნაწილია. ევროკავშირის წესების თანახმად, წევრ ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა დროებით აღადგინონ სასაზღვრო კონტროლი შიდა საზღვრებზე საჯარო პოლიტიკის ან შიდა უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხის შემთხვევაში. თუმცა, ეს უნდა იქნას გამოყენებული როგორც უკანასკნელი საშუალება.

CNN-ი იუწყება, რომ მიგრაციის მიმართ გერმანიის ხელისუფლების მიდგომა ბოლო წლებში, მიგრანტების რაოდენობის ზრდის და ასევე ისლამური ტერორით მოტივირებული ტერორისტული თავდასხმების ფონზე გამკაცრდა.

უსაფრთხოების ახალი პაკეტის წარდგენას წინ უძღოდა 23 აგვისტოს ქალაქ სოლინგენში მომხდარი ფატალური თავდასხმა, რომლის დროსაც სამი ადამიანი დანით მოკლეს. ეჭვმიტანილი, 26 წლის სირიელი მამაკაცი, სავარაუდოდ, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყო დაკავშირებული.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო