თინა ბოკუჩავა - ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჩვენ კოალიციურ პარტნიორებთან ერთად დავნერგავთ უფასო სასკოლო კვებას ყველა მოსწავლისთვის იმისთვის, რომ არცერთ მოსწავლეს გაკვეთილის დროს აღარ შიოდეს

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლების ცვლილებისთანავე, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი მთელი საქართველოს მასშტაბით უფასო სასკოლო კვების დანერგვაა.

თინა ბოკუჩავამ წალენჯიხაში, სკოლის ეზოში, პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ანა წითლიძესთან და წალენჯიხის მერ, გია ხარჩილავასთან ერთად ბრიფინგი გამართა. მან პირველკლასელებს სკოლის დაწყება მიულოცა და სკოლებში უფასო სასკოლო კვების დანერგვაზე ისაუბრა.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა დღევანდელი დღე ყველა პირველკლასელს, ყველა ბავშვს მივულოცო და მათ წარმატებული წელი ვუსურვო. ჩვენ ახლა წალენჯიხაში ვიმყოფებით, სადაც ბატონი გია ხარჩილავას ძალისხმევით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველა პირველკლასელისთვის უფასო სასკოლო კვება დანერგა. ეს წალენჯიხის მუნიციპალური ბიუჯეტით ხერხდება. უამრავი მიმართვის მიუხედავად, ცენტრალური ხელისუფლება “ქართული ოცნების” სახით, უარს აცხადებს, რომ წალენჯიხას მიეცეს სახსრები იმისთვის, რომ ბავშვთა უფასო კვება მეორეკლასელებისთვის გავრცელდეს. მაშინ, როდესაც სამწუხაროდ, მდგომარეობა საგანგაშოა, როდესაც საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში 10-დან 7 ბავშვი ნაწილობრივ ან სრულად შიმშილობს, როდესაც ყოველი მესამე ბავშვი სკოლაში არასოდეს იკვებება, ამას, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე გავლენა აქვს ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე, ისინი სრულფასოვნად ვერ ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ხელისუფლების ცვლილებისთანავე, არის მთელი საქართველოს მასშტაბით უფასო სასკოლო კვება დავნერგოთ. ის წარმატებული მოდელი, რომელიც წალენჯიხაში დავნერგეთ, მთელი საქართველოს მასშტაბით გადავიტანოთ. ამის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს, სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნება. “ნაციონალური მოძრაობა” გპირდებათ, რომ ეს პროგრამა უმოკლეს ვადებში დაინერგება. საქართველოში დაახლოებით არის 600 ათასი მოსწავლეა. მერწმუნეთ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჩვენ კოალიციურ პარტნიორებთან ერთად დავნერგავთ უფასო სასკოლო კვებას ყველა მოსწავლისთვის იმისთვის, რომ საქართველოში არცერთ მოსწავლეს გაკვეთილის დროს აღარ შიოდეს”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება