„კოალიცია ცვლილებებისთვის“ - აქციებზე დაკავებული გიორგი შანიძე, რომელსაც სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შერჩევითი მართლმსაჯულების მსხვერპლი და პოლიტიკური პატიმარია

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული გიორგი შანიძე, რომელსაც სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შერჩევითი მართლმსაჯულების მსხვერპლი და პოლიტიკური პატიმარია, რომელიც საქართველოს მომავალს იცავდა.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ განცხადებას ავრცელებს და გიორგი შანიძის გათავისუფლებას მოითხოვს.

„რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე უკანონოდ დაკავებულ გიორგი შანიძეს ივანიშვილის სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გიორგი შანიძე არის შერჩევითი მართლმსაჯულების მსხვერპლი, პოლიტიკური პატიმარი, რომელიც საქართველოს ევროპულ, თავისუფალ მომავალს იცავდა. 26 ოქტომბერს, ცვლილებით უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი და შევქმნათ თავისუფალი, სამართლიანი სასამართლო სისტემა, რომელიც ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს მოემსახურება. თავისუფლება პოლიტპატიმარ გიორგი შანიძეს!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება