ილია დარჩიაშვილი ვიზიტით იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში იმყოფება

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში იმყოფება. ინფორმაციას უწყების პრესსამსაური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, 15 სექტემბერს, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა იორდანიის სამეფოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან აიმან ალ საფადისთან. „შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს და მჭიდრო თანამშრომლობას. ილია დარჩიაშვილმა და აიმან ალ საფადიმ მზადყოფნა გამოთქვეს, აქტიურად იმუშაონ აღნიშნული კავშირების შენარჩუნებისა და განვითარების მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იორდანიასა და საქართველოს შორის ეკონომიკის, ტურიზიმისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას. ასევე აღინიშნა პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვის აუცილებლობა. მინისტრებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მნიშვნელობაზეც, რაც დამატებით იმპულსს შესძენს ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის. ილია დარჩიაშვილმა აიმან ალ საფადის გააცნო ქართული მხარის მიერ წარმოებული მიმდინარე სამუშაოები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას. ამასთან, შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის. ილია დარჩიაშვილმა იორდანიის მეფე აბდულა II იბნ ალ ჰუსეინი მისთვის სასურველ დროს საქართველოში მოიწვია“,-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა