კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!

ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

მეფე ერეკლე, ვახტანგ გორგასალი, გიორგი ანწუხელიძე და საქართველოსთვის თავდადებული სხვა მრავალი გმირი საფლავში ამოატრიალა ივანიშვილის ბოდიშებმა. სამაგიეროდ, რუსეთის პროპაგანდისტები, სიმონიანის თამადობით, აღფრთოვანებულები დარჩნენ, „ოცნების“ სახეები კი გამოცვივდნენ და გვიმტკიცებენ, რომ ბოდიშების ხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაა.

ეს არ არის უბრალო ბოდიში, ეს არის საქართველოს დადანაშაულება და რუსეთის გამართლება. ეს ეხება არამარტო 2008 წლის ომს, არამედ ყველა კონფლიქტს საქართველოში, დაწყებული 1990-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირებიდან, როცა აგენტმა კიტოვანმა რუსეთის დახმარებით კანონიერი ხელისუფლება და პირველი პრეზიდენტი დაამხო, გაგრძელებული ცხინვალისა და აფხაზეთის კონფლიქტით და ოკუპაციით, რაც დღემდე გრძელდება. და აი ამ ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!

ქართველ ხალხს გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგება: 1. სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და სწორი გეოპოლიტიკური მომენტისთვის მზადება. 2. ამ სწორ მომენტეში საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე კონტროლის აღდგენა. 3. შერიგება. 4. გაპარტახებული სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ხელახალი აშენება და წალკოტად ქცევა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება