ბექა ლილუაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა რუსეთი, როგორც აგრესორი, ოკუპანტი სახელმწიფო მთლიანად გაიყვანა პასუხისმგებლობიდან - დამატებით 1-2 ხმისთვის და იმისთვის, რომ ამ არჩევნებზე უბრალოდ გადარჩნენ, „ქართულმა ოცნებამ” ბევრი რაღაც იკადრა

რაც შეეხება ბოდიშს, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ორმხრივი პროცესია - ამ ორმხრივი პროცესის განხორციელების მთავარი საფუძველი ის არის, რომ ძალიან მკაფიო, საერთო პოზიცია გვქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს ოკუპაციაში მთავარი ბრალდებული და დამნაშავე რუსეთის ფედერაციაა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებიდან ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ის იყო, რომ რუსეთი, როგორც აგრესორი და ოკუპანტი სახელმწიფო პასუხისმგებლობიდან მთლიანად გაიყვანა.

ლილუაშვილის განცხადებით, დამატებით 1-2 ხმისთვის და იმისთვის, რომ ამ არჩევნებზე გადარჩნენ, „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი რამ იკადრა.

„მძიმე განცხადებები მოვისმინეთ. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო ის, რომ რუსეთი, როგორც აგრესორი, ოკუპანტი სახელმწიფო მთლიანად გაიყვანა პასუხისმგებლობიდან [ბიძინა ივანიშვილმა]. ეს პასუხისმგებლობა თითქოს მთლიანად გადააბრალა დასავლეთს, რაც ვფიქრობ, მისი სიტყვის მთავარი აქცენტი იყო. რაც შეეხება ბოდიშს, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ორმხრივი პროცესია. ამ ორმხრივი პროცესის განხორციელების მთავარი საფუძველი ეს არის, რომ ძალიან მკაფიო, საერთო პოზიცია გვქონდეს, რომ ჩვენს ოკუპაციაში მთავარი ბრალდებული და დამნაშავე რუსეთის ფედერაციაა. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის შესაძლებლობა რომ ევროკავშირში გაწევრიანება და ქვეყნის სწრაფი განვითარებაა, ეს “ქართული ოცნების” ხელისუფლებაზე უფრო კარგად, როგორც ჩანს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმის ხელდასმულ წარმომადგენლებს ესმით.

დამატებით 1-2 ხმისთვის და იმისთვის, რომ ამ არჩევნებზე უბრალოდ გადარჩნენ, “ქართულმა ოცნებამ” ბევრი რაღაც იკადრა. ისეთ საკითხებს შეეხო, რომელზეც ჭკუის სწავლება და დარიგება ქართველ ხალხს არ სჭირდება“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, 14 სექტემბერს, გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია