შალვა პაპუაშვილი - როგორც ომის ის დამნაშავეები, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს აწამებდნენ, არ წარმოადგენენ ოს ხალხს, ისევე არ წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს

როგორც ომის ის დამნაშავეები, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს აწამებდნენ, არ წარმოადგენენ ოს ხალხს, ისევე არ წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად შერიგების გარდა, სხვა გზა არ არსებობს.

„ჩვენ არ გვაქვს იმაზე დიდი მიზანი, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. არიან პარტიები, რომლებსაც სხვა მიზნები აქვთ და მზად არიან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა შესწირონ ამ მიზნებს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციას და ზოგიერთ „ენჯეოს“ ომის გზით ესახებათ. მათ ეს გვაჩვენეს 2022 წელსაც, როდესაც ამბობდნენ, რომ შესაძლებლობის ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ და აჩვენეს დღესაც, როდესაც ამბობენ, რომ შერიგება არ უნდა იყოს, ოსები არიან დამნაშავეები და გამოაცხადეს მთლიანი ერი ომის დამნაშავედ.

არის მეორე გზა - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი გზა, რომელიც გადის შერიგებაზე. შერიგების გარდა, სხვა გზა არ არსებობს. ეს გზა გადის მხოლოდ ერთ რამეზე - გააზრებაზე, როგორ მივედით იქამდე, რომ დღეს დაშორიშორებულები ვართ, ურთიერთშენდობაზე და სინანულზე, სადაც საჭიროა.

რაც შეეხება რუსეთს, ეს გახლავთ დეოკუპაციის საკითხი, რაც შეეხება ოსეთს, ეს არის შერიგების საკითხი. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ ოკუპაცია დაადგინა. მსხვერპლი ვართ ორივე - ქართველებიც და ოსებიც. როგორც ომის ის დამნაშავეები, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს აწამებდნენ, არ წარმოადგენენ ოს ხალხს, ისევე არ წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს