ვარლამ ებანოიძე - Keepz-ის აქტიურ ნაბიჯებს ღია ბანკინგში გადამდები ეფექტი ექნება სხვა ინოვაციური ფინტექ კომპანიებისთვის

ეროვნული ბანკის, საქართველოს საბანკო ასოციაციისა და ღია ბანკინგის ლიცენზიის მფლობელი პირველი ფინტექ კომპანიის - Keepz-ის ორგანიზებით გამართულ ერთობლივ ღონისძიებაზე ცოცხალ რეჟიმში ღია ბანკინგით პირველი გადარიცხვა განხორციელდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ებანოიძემ სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, Keepz-ი ს პრეცედენტს გადამდები ეფექტი ექნება სხვა ინოვაციური ფინტექ კომპანიებისთვის, რაც საბოლოო ჯამში, დადებითად იმოქმედებს ინოვაციების განვითარებაზე, კონკურენტულ გარემოსა და ფინანსური ინკლუზიურობის ზრდაზე ქვეყანაში. "Keepz-ი პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ღია ბანკინგში ჩაერთო. ასევე, პირველი ფინტექ კომპანიაა ბაზარზე, რომელიც გამოიყენებს თავის ბიზნეს მოდელში გადახდის ინიცირებას ღია ბანკინგით, რაც შეამცირებს როგორც ხარჯებს, ისე შუამავლებს დღეს არსებული ტრადიციული გადახდის არხებთან შედარებით", - განაცხადა ვარლამ ებანოიძემ. ეროვნული ბანკის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ სიკეთეებზე, რომელიც ღია ბანკინგს ახლავს. მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნეს და ფინტექ ასოციაციის წევრი კომპანიები, ასევე სტარტაპები და დაინტერესებული პირები.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება