გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თამაზ შიოშვილმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თამაზ შიოშვილი გორის მე-2 საჯარო სკოლაში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, სიმონ გულედანთან და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, გიორგი ბერძნიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

„მოგესალმებით, ჩემო პატარებო, მასწავლებლებო, მშობლებო!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს.

დღეს სასწავლო პროცესი განახლდა მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო დაწესებულებებშიც. დღევანდელ დღეს ვულოცავ, ასევე საბავშვო ბაღების პედაგოგებსა და მათ აღსაზრდელებს.

გისურვებთ წინსვლას, წარმატებას და ბედნიერ მომავალს.

გორის მუნიციპალიტეტის მერია სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით ყველაფერს აკეთებს თითოეული მოზარდისთვის ხარისხიანი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფად”, - განაცხადა გორის მერის მოადგილემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს