თამარ კორძაია - ჩვენ შევძლებთ, რომ ევროპული, 14-მილიარდიანი ინვესტიციის მოზიდვის შემდეგ ქართული ოჯახები გამთლიანდება და მათ ექნებათ მომავლის იმედი და რწმენა

ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ევროპული, 14-მილიარდიანი ინვესტიციის მოზიდვის შემდეგ ქართული ოჯახები გამთლიანდება და მათ ექნებათ მომავლის იმედი და რწმენა, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ წალენჯიხაში განაცხადა.

მისი თქმით, "წალენჯიხის მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის იმ ინვესტიციების მნიშვნელობა, რასაც ევროკავშირი მოგვცემს“.

„წალენჯიხის მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის იმ ინვესტიციების მნიშვნელობა, რასაც ევროკავშირი მოგვცემს, იმიტომ რომ ეს, პირველ რიგში, დაეტყობა იმ ადამიანებს, ვინც აქ არიან და ვინც ყოველდღიური შრომით შოულობს საჭმლის ფულს, მაგრამ ეს შრომა არ ფასდება ქვეყანაში. ეს დაეტყობა წალენჯიხელ ბავშვებს, რომლებსაც პირველ კლასში აქვთ უფასო კვება და ეს არავის არ აქვს საქართველოში. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ საქართველოში ყველა მოსწავლეს ჰქონდეს უფასო კვება და ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ევროპული, 14 მილიარდიანი ინვესტიციის მოზიდვის შემდეგ ქართული ოჯახები გამთლიანდება და მათ ექნებათ მომავლის იმედი და რწმენა", - განაცხადა კორძაიამ, რომლის კომენტარსაც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება