თემურ ჯანაშია - წალენჯიხა ევროპასთან ყველაზე ახლოსაა

ვისურვებდი, რომ ასეთივე განწყობით, შემართებით და ასეთივე სიახლის მოსურნე ხალხი დარჩენილიყოს მთელ საქართველოში. მათთან ერთად ჩვენ გამარჯვებას და კეთილდღეობის მოტანას შევძლებთ ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ წალენჯიხაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ჯანაშია აღნიშნავს, წალენჯიხა ევროპასთან ყველაზე ახლოსაა.

„წალენჯიხა არის საქართველოს მხარე, რომელიც გეოგრაფიულად ყველაზე ახლოს არის ევროპასთან და არა მარტო გეოგრაფიულად, არამედ თვითონ, თვისობრივად ეს ხალხი ძალიან განსხვავებულია. ეს არის ის ადგილი, სადაც პირველად დაინერგა უფასო კვების პროგრამა, ეს არის ის ხალხი, რომელიც აქეთ გვასწავლის, როგორ შეიძლება იმ 14 მილიარდის დახარჯვა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ინვესტიციების სახით წამოვა. მე ვისურვებდი, რომ ასეთივე განწყობით, შემართებით და ასეთივე სიახლის მოსურნე ხალხი დარჩენილიყოს მთელ საქართველოში. მათთან ერთად ჩვენ გამარჯვებას და კეთილდღეობის მოტანას შევძლებთ ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება