ირაკლი ზარქუა - დიახ, ჩვენ ერთმანეთისთვის ბოდიში გვაქვს მოსახდელი შეცდომებისა და გაუაზრებელი პოლიტიკისთვის, თუნდაც იმისთვის, რომ მესამე ძალამ შეძლო და ერთმანეთს გადაგვკიდა

რეალობაა ის, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენ, ჩვენს ოს და აფხაზ და-ძმებთან ერთად, ერთიან სახელმწიფოს მშვიდად ვაშენებდით, მაგრამ დღეს გარკვეული ძალების მხრიდან ერთმანეთს ვართ ჩამოშორებული - დიახ, ჩვენ ერთმანეთისთვის ბოდიში გვაქვს მოსახდელი შეცდომებისა და გაუაზრებელი პოლიტიკისთვის, თუნდაც იმისთვის, რომ მესამე ძალამ შეძლო და ერთმანეთს გადაგვკიდა, - ეს განცხადება მედიასთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას თქმით, ბუნებრივია, რომ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება არ მოსწონს და მის ინტერპრეტირებას ცდილობს.

"რეალობაა ის, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენ, ჩვენს ოს და აფხაზ და-ძმებთან ერთად, ერთიან სახელმწიფოს მშვიდად ვაშენებდით, მაგრამ დღეს გარკვეული ძალების მხრიდან ერთმანეთს ვართ ჩამოშორებული. ორი ულამაზესი მხარე საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არ არის. უამრავი ომი გადავიტანეთ როგორც აფხაზეთში, ასევე სამაჩაბლოში. დაშვებული იყო უამრავი შეცდომა - სწორედ ამაზე იყო აქცენტი გაკეთებული!

დიახ, ჩვენ ერთმანეთისთვის ბოდიში გვაქვს მოსახდელი შეცდომებისა და გაუაზრებელი პოლიტიკისთვის, თუნდაც იმისთვის, რომ მესამე ძალამ შეძლო და ერთმანეთს გადაგვკიდა.

ჩვენ მშვიდობით, სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი და ავაშენოთ ერთიანი სახელმწიფო.

ხელმოცარულების ინტერპრეტაციაა, რომ თითქოს ბოდიში გიორგი ანწუხელიძის მწამებლებს უნდა მოვუხადოთ. არა ბატონებო - ეს ომის დანაშაულია და გამოძიებულია, ვინც ომის დანაშაული ჩაიდინა. ეთნიკური ქართველის მკვლელობისთვის არაერთი პირია პასუხისგებაში მიცემული. არასამთავრობო ორგანიზაციები და ხელმოცარული ოპოზიცია იმის გამო აკაკანდა, რომ ზუსტად იციან, რომ არჩევნების შემდეგ ყველა გასამართლდება, ვისაც წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან საერთო გამოსავალი არ გვეპოვა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ომი თავიდან არ აგვერიდებინა.

დიახ, ჩვენ სრულფასოვან გამოძიებას ჩავატარებთ, თუ რა მოხდა 2008 წლის ომის დროს და ვინ შეიტანა წვლილი მომხდარ ტრაგედიაში", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, გორში, "ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: - "26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები". როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია