პეტრე ცისკარიშვილი - „ქართული ოცნება“ დებატებს თავს არიდებს, რადგან 12-წლიანი მმართველობის პერიოდში ზიანის გარდა, ქვეყნისთვის არაფერი მოუტანია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დებატებს თავს არიდებს, რადგან 12-წლიანი მმართველობის პერიოდში ზიანის გარდა, ქვეყნისთვის არაფერი მოუტანია.

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ხელისუფლებას სამომავლო ხედვაც არ გააჩნია.

„ქართული ოცნების“ მხრიდან დებატებისთვის თავის არიდებას რამდენიმე სისტემური მიზეზი აქვს. პირველ რიგში ის, რომ დემოკრატიულ ღირებულებებს არ იზიარებენ, ამომრჩეველს პატივს არ სცემენ. ყველა დემოკრატიულად მართვად ქვეყანაში, სადაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ტარდება, დებატები ორ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალას შორის არის. ამით შენ აჩვენებ შენს პოლიტიკურ ხედვას, გეგმებს, ესაუბრები ამომრჩეველს, პატივს სცემ ტელემაყურებელს, რადგან მათ მიმართ შეხედულებები არის გამჭვირვალე. ამ ყველაფრის ეშინიათ, რადგან წარსულში, 12-წლიანი მმართველობის პერიოდში, ზიანის გარდა, ქვეყნისთვის არაფერი მოუტანიათ და სამომავლო ხედვაც არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, თავს არიდებენ საჯაროდ ისაუბრონ იმაზე, თუ რას გეგმავენ და რას აპირებენ ხალხის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

მისი განმარტებით, ქვეყნის სტატუსი ამჟამად ისეთია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.

„როგორც კი კარები გაიხსნება და საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების ლიანდაგებს დაუბრუნდება, 14 მილიარდი წამოვა იმ ფონდებიდან, რომლებიც ინსტიტუციურ რეფორმებს ხმარდება, მაგრამ ერთი ამდენი და, შესაძლოა, უფრო მეტიც, კერძო ინვესტიციების სახით წამოვა, როგორც ევროპის ქვეყნებიდან, ასევე შორეული აზიის ქვეყნებიდანაც“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება