ნიკოლოზ სამხარაძე - სანამ მიხაილ როთი ბოდიშს არ მოიხდის, არ შევხვდებით

მიხაილ როთმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ ეკლესიას, ქართველ ხალხს, „ქართულ ოცნებას“ და ქართველ ფეხბურთელებსაც კი - როთს სწორედ ამ მიზეზის გამო არ ვხვდებით და სანამ ბოდიშს არ მოიხდის, არ შევხვდებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას სამხარაძემ აღნიშნა, რომ „ჩვენ ამაყი, თავმოყვარე ხალხი ვართ და როცა ქვეყანაში უცხოელი პოლიტიკოსი ჩამოდის, საკუთარ თავს შეურაცხყოფის უფლება არ უნდა მისცეს“.

„თავი დავანებოთ იმას, რომ ის ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მიტინგზე იყო და იქ ოპოზიციის მისწრაფებებს მხარი დაუჭირა, რაც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა. ეს ყველაზე ნაკლები უბედურებაა. ყველაზე მთავარი იყო ის, რომ მან საკუთარი განცხადებებით შეურაცხყოფა მოგვაყენა ჩვენ, ჩვენს ხალხს და ეკლესიას.

ძალიან მაინტერესებს, მას შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლები რომ დაუსხდებიან, აპირებენ თუ არა სთხოვონ, რომ გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიში მოიხადოს.

გაგახსენებთ, როთმა თქვა, რომ მართლმადიდებლობა არის სიბნელე, მართლმადიდებლობასთან ერთად საქართველოს და ახალგაზრდებს ევროკავშირში მომავალი ვერ ექნებათ. ასევე თქვა, რომ „ქართული ოცნება“ არის ქართული კოშმარი და რუსული ხელისუფლება. როთმა ასევე ქართველებზე ფეხბურთელებზე თქვა, რომ სამარცხვინოა, რომ მათ თანხა „ქართუ“ ფონდიდან აიღეს.

ვინც ამას საჯაროდ ამბობს, მასთან შეხვედრის ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ - კრიტიკა ერთია, შეურაცხყოფა სხვა რამეა. ვინც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს, მათთან ვსხდებით და დისკუსიას ვაგრძელებთ, რადგან კრიტიკა ჩვეულებრივია, როცა პარტნიორებს ესაუბრები. ამიტომ, ჩვენ კრიტიკას კი არ ვებრძვით, არამედ შეურაცხყოფას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება