რუსთავში, ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად, ჯგუფ  „ურსას” კონცერტი გაიმართა

რუსთავის მერიის კულტურული პროექტების მართვის ცენტრის ორგანიზებით, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ცენტრალურ პარკში „შემოდგომის დღეები” ჯგუფ „ურსას” კონცერტით გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სადღესასწაულო კონცერტს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნებიდან” ირაკლი შატაკიშვილი დაესწრნენ.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის მოსწავლეებს სცენიდან მიულოცა.

„ამ ლამაზი საღამოთი ახალი სასწავლო წლის დაწყება მივულოცეთ სკოლის მოსწავლეებს. გავხსენით „შემოდგომის დღეები” და რუსთაველებს დღეიდან ძალიან ბევრი ლამაზი და სასიამოვნო საღამო ელოდება ჩვენს ყველაზე უნიკალურ სივრცეში - რუსთავის ცენტრალურ პარკში”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც რუსთავის მერიაში განმარტავენ, „შემოდგომის დღეების” ფარგლებში, ცენტრალურ პარკში სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებებია დაგეგმილი.

„ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ მშვიდობა, იმისთვის, რომ მსგავსი სადღესასწაულო განწყობა ყოველთვის გვქონდეს. რუსთავში დღეს „შემოდგომის დღეები” გაიხსნა, რომელიც ბევრი საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიებებით იქნება დატვირთული. გაიმართა ჯგუფ „ურსას“ კონცერტი და ჩვენს სკოლის მოსწავლეებს მივულოცეთ სწავლის დაწყება. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო პირველკლასელებს და მეთორმეტეკლასელებს, ეს არაჩვეულებრივი დღე”, - განაცხადა რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატმა საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნებიდან” ირაკლი შატაკიშვილმა.

რუსთავის ცენტრალურ პარკში უკვე ჩატარდა „შემოდგომის კინო-კვირეული”, რომლის ფარგლებშიც, ღია ცის ქვეშ პოპულარული ფილმების ჩვენება მოეწყო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება