ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ფოთის მერმა პედაგოგებს და მოსწავლეებს სკოლის დაწყება მიულოცეს

ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხახუბიამ და ქალაქის მერმა, ბექა ვაჭარაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს სსიპ ქ. ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის N1 საჯარო სკოლიდან მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ფოთის N 1 საჯარო სკოლაში ინტეგრირებული კაბინეტი გაიხსნა.

“ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებს სკოლის საგნებთან ერთად, პროფესიული განათლების მიღება სკოლაში შეუძლიათ. სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები ერთდროულად პროფესიული განათლების დიპლომს და სკოლის ატესტატს მიიღებენ. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, პროფესიული განათლება საქართველოს მასშტაბით ინტეგრირდა 20 საპილოტე სკოლაში, მათ შორის ფოთის N1 საჯარო სკოლაში.

სკოლის კარები პირველად, ფოთის მუნიციპალიტეტში წელს 504-მა პირველკლასელმა შეაღო.

ფოთის მერია სასკოლო საზოგადოებას ულოცავს 2024-2025 სასწავლო პროცესის დაწყებას და წარმატებულ, ნაყოფიერ და საინტერესო სასწავლო წელს უსურვებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს