თინათინ ნიბლოშვილმა და ირაკლი ხელაძემ 190-ე სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხელაძე ნაძალადევის რაიონში, 190-ე სკოლაში, იმყოფებოდნენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკრებულოს წევრებმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებსაც დღეს პირველი დღე აქვთ სკოლაში. დარწმუნებული ვარ, მათ წინ ძალიან მრავალფეროვანი და წარმატებული გზა ელით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მასწავლებლები მათ სანიმუშო მოქალაქეებად აღზრდიან“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

ინფორმაციის თანახმად, 190-ე სკოლის დირექტორმა, ირინე გაგოშიძემ თინათინ ნიბლოშვილსა და ირაკლი ხელაძეს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და სკოლაში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, სკოლა გასულ წელს სრულად გარემონტდა. მიმდინარე წლის ბოლომდე კი სკოლის ეზო მოეწყობა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება