ხობის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შუა ქვალონის და ნოჯიხევის სკოლები გახსნეს

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ანა არაბულმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის და ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლები გახსნეს და პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ განახორციელა.

„სკოლა სრულად ადაპტირებულია შშმ პირებზე. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა ფასადი, სველი წერტილები, სასწავლო და ადმინისტრაციული ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, შიდა და გარე სპორტული მოედნები. მოეწყო გათბობის, წყალ-საკანალიზაციო და ელექტრო გაყვანილობის სისტემა. პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა.

საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციის პროექტების განხორციელების შედეგად, შუა ქვალონის და ნოჯიხევის N2 სკოლებში სასწავლო პროცესი სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში წარიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება