მიხაილ როთი - ძლიერი ოპოზიციის გარეშე ყველა დემოკრატია კვდება - საქართველოში ოპოზიციის მხარდასაჭერად არ ვიმყოფები, მე აქ ვიმყოფები, რათა ევროპულ ღირებულებებს შევუწყო ხელი

ძლიერი ოპოზიციის გარეშე ყველა დემოკრატია კვდება , - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი პლატფორმა X-ზე წერს, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

ამასთან, როთის თქმით, ის საქართველოში არა ოპოზიციის მხარდასაჭერად, არამედ ევროპული ღირებულებების ხელშეწყობის გამო იმყოფება.

„ძლიერი ოპოზიციის გარეშე ყველა დემოკრატია კვდება. საქართველოში ოპოზიციის მხარდასაჭერად არ ვიმყოფები. მე აქ ვიმყოფები, რათა ევროპულ ღირებულებებს, დემოკრატიას, თავისუფლებას, კანონის უზენაესობას ხელი შევუწყო, იმისთვის, რომ თბილისი კვლავ ევროპის ნამდვილი დედაქალაქი გახდეს“, - წერს როთი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება