იენს სტოლტენბერგი უკრაინის მიერ რუსეთში დარტყმების განხორციელებაზე - გადაწყვეტილება ცალკეულმა მოკავშირეებმა უნდა მიიღონ -  ომში არ არსებობს ვარიანტები რისკის გარეშე

გადაწყვეტილება იმის შესახებ, დართონ თუ არა უკრაინას ნება, დასავლური შორ-მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის გამოიყენოს, დამოკიდებული იქნება ცალკეულ ქვეყნებზე, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ეს გადაწყვეტილებები ცალკეულმა მოკავშირეებმა უნდა მიიღონ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე მჭიდრო კონსულტაციები გავმართოთ, როგორც ამას ახლა ვაკეთებთ“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა LBC-თან ინტერვიუში.

ამავე დროს, სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომში არ არსებობს ვარიანტი რისკის გარეშე.

„ომში არ არსებობს ვარიანტები რისკის გარეშე. ევროპაში გვაქვს სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც მოსკოვმა დაიწყო. ომში არ არსებობს რისკის გარეშე ვარიანტები. მაგრამ მე კვლავ მჯერა, რომ ჩვენთვის ყველაზე დიდი რისკი იქნება, თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთზე დარტყმების დაშვება ნიშნავს იმას, რომ ნატო-ს ქვეყნები რუსეთთან ომში არიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს