უკრაინელებმა 5 ოლქში რუსების 34 დრონი გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ, 17 სექტემბრის ღამეს, რუსების მიერ გაშვებული 51 ე.წ. „კამიკაძე-დრონიდან“ 34 გაანადგურა, 12 უპილოტო საფრენი აპარატი ლოკალურად დაიკარგა, 2 კი - რუსეთის ტერიტორიისკენ გაბრუნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა დრონები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან, ასევე დროებით ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს.

„მტრის საჰაერო თავდასხმა მოიგერია ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, მობილური საცეცხლე ჯგუფებმა და უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების რადიოელექტრონულმა საბრძოლო ქვედანაყოფებმა, საზენიტო ბრძოლის შედეგად ჩამოაგდეს 34 თავდასხმის დრონი“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა ნიკოლაევის, ხერსონის, სუმის, პოლტავასა და ხარკოვის ოლქებში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება