ენტონი ბლინკენი ეგვიპტეს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეგვიპტეს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ოთხშაბათს, ენტონი ბლინკენი ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრ, ბადრ აბდელატს შეხვდება და მასთან ეგვიპტე-აშშ-ის ურთიერთობებსა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის მცდელობებს განიხილავს.

„ენტონი ბლინკენი შეთანხმების მიღწევის მცდელობებს განიხილავს, რომელიც ყველა მძევლის გათავისუფლებას, პალესტინელი ხალხის ტანჯვის შემსუბუქებასა და ფართო რეგიონალური უსაფრთხოების დამყარებას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, ღაზაში ომის დაწყების შემდეგ ეს რეგიონში ენტონი ბლინკენის მეათე ვიზიტი იქნება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს