დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს დმანისში აგრძელებს

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, დმანისის რაიონის სოფლების: პანტიანის, ზემო და ქვემო ოროზმანის, მთისძირისა და ვაკის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგატმა მოსახლეობასთან სამომავლო გეგმებსა და 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე, „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული პროექტები და პროგრამები განიხილეს.

დავით შერაზადიშვილის თქმით, მოსახლეობასთან საინტერესო და გულთბილი საუბარი ჰქონდა.

„დმანისი ჩემთვის უცხო არ არის, აქაურობა ჩემი ცხოვრების ნაწილია, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პერიოდი მაქვს გატარებული. მიხარია, რომ მექნება შესაძლებლობა, კიდევ უფრო მჭიდრო საქმიანი კავშირი მქონდეს ჩემს დმანისელებთან,“-განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს