აშშ-ში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგიების უკანონო ექსპორტს ახორციელებდა

აშშ-ში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგიების უკანონო ექსპორტს ახორციელებდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, დაკავებული რუსეთის მოქალაქე, დენის პოსტოვოი ფლორიდის შტატში, ქალაქ სარასოტაში ცხოვრობდა და მას ბრალად ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების დარღვევა, ფულის გათეთრება და დრონების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიის რუსეთში უკანონო ექსპორტი ედება.

საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, პოსტოვოიმ მიკროელექტრონული კომპონენტები შეიძინა და რუსეთში მათი უკანონო ექსპორტი განახორციელა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ბრალდებულმა საექსპორტო დოკუმენტებში ცრუ ინფორმაცია მიუთითა და რუსეთში ტექნოლოგია სხვა ქვეყნების, მათ შორის, ჰონგ-კონგისა და შვეიცარიის გავლით გაგზავნა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება