ირაკლი კობახიძე - ხელისუფლებას გააზრებული აქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და შექმნილია სტაბილური გარემო ეკონომიკის განვითარებისთვის

ხელისუფლებას გააზრებული აქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და ასევე, შექმნილია სტაბილური გარემო ეკონომიკის განვითარებისთვის და ბიზნესის კეთებისთვის ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბიზნესის განვითარებას ხელს უწყობს სტაბილური კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს.

„სტაბილურობის გარანტიები კონსტიტუციის დონეზეც კი არის შექმნილი ბიზნესისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა კანონმდებლობის, ბიზნესგარემოს სტაბილურობის ხელშეწყობა და არსებული მდგომარეობის შენარჩუნება. ვფიქრობ, კანონმდებლობა არსებითად არის სწორად მორგებული ბიზნესის ინტერესებს. თუ რაიმე შენიშვნები იქნება ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მუდმივ რეჟიმში მთავრობაც და პარლამენტიც მზად ვართ თანამშრომლობისთვის.

გარდა ამისა, ხელისუფლებას აქვს მთელი რიგი სპეციალური პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარებას, როგორიც არის მაგალითად: სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამები, ბიზნესის, მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამები და ა.შ. ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, აქტიური მუშაობა გაგრძელდება “, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება