ირაკლი კობახიძე - ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება, ეს არის მიღწევა, რომლითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ

ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება და ჩვენი ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, რომლის დროსაც, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენს ქვეყანას ომი არ ჰქონია, ეს არის მიღწევა, რომლითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარია ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება.

„ამ ოთხი წლის განმავლობაში იყო ქვეყანაში სტაბილურობის შერყევის ორი მცდელობა. გახსოვთ, რა ხდებოდა 2021 წელს, როდესაც ხელოვნურად შეიქმნა კრიზისი, ოპოზიცია არ შემოდიოდა პარლამენტში და ერთი წელი გვაცხოვრეს ამ ხელოვნური კრიზისის ქვეშ. ეს კრიზისი დასრულდა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, როდესაც მმართველმა პარტიამ გადალახა 43-პროცენტიანი ბარიერი. მხოლოდ ამის შემდეგ დასრულდა საუბარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, თუმცა ასეთი პროცესები ყველა შემთხვევაში არის შემაფერხებელი ფაქტორი ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის, ამიტომ მომავალში ასეთი მოვლენების პრევენციაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყანაში რევოლუციური პროცესების განვითარების ხელოვნური მცდელობა იყო 2022 წლის ივნისში, როდესაც გაიმართა აქციები მთავრობის გადადგომის და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების მოთხოვნით.

„ეს მცდელობა რომ წარმატებული ყოფილიყო, რა თქმა უნდა, პროცესები სწორი მიმართულებით არ განვითარდებოდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველა შემთხვევაში, მოვახერხეთ სტაბილურობის შენარჩუნება და სწორედ ამან მოგვცა ის შედეგები, რაზეც ვსაუბრობთ - 40 მილიარდი ლარით ეკონომიკის ზრდა ამ ოთხი წლის განმავლობაში. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად უფრო ძლიერი იქნებოდა ეკონომიკის განვითარებისთვის სტიმული, რომ არა ასეთი არასწორი პროცესები, რაც ხელოვნურად განვითარდა ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო