საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების თაობაზე იმსჯელა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების თაობაზე საკითხი შეისწავლა.

შედეგები კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გააცნო.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან 31 აგვისტოს პერიოდში პრემიერ-მინისტრს, სამინისტროს ან მინისტრს, ადგილობრივ თვითმმართველობებს (მუნიციპალიტეტებს) და სხვა დაწესებულებებს პარლამენტის წევრის 121 კითხვა გაეგზავნა, რომელთაგან პასუხი გაცემულია 91-ზე (75 %), ხოლო 30 წერილობით კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული, რაც გაგზავნილი კითხვების საერთო რაოდენობის 25 %-ს წარმოადგენს.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მუნიციპალიტეტების მიმართ გაგზავნილი წერილების რაოდენობა მთლიანად გაგზავნილი კითხვების რაოდენობის 7 პროცენტია, სხვა დაწესებულებების მიმართ - 21 %, მთავრობის, პრემიერ-მინისტრის, სამინისტროების და სსიპ-ების მიმართ - 72 %.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ზოგ შემთხვევაში დარღვეულია პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადები, ასევე რიგ შემთხვევაში გამოვლინდა არაუფლებამოსილი პირების მიერ პასუხის გაცემის ფაქტი.

„ფაქტობრივად მიღწეულია გარკვეული დონე, თუმცა, აღნიშნული რეგულაციების რეგლამენტში შემოტანის შემდეგ უკვე მეოთხე მონიტორინგი ჩატარდა და პასუხგაუცემელ კითხვათა რაოდენობა დაახლოებით 23-25%-ის ფარგლებში მერყეობს. სამწუხაროდ, ვერ მოხდა ამ ციფრის დაკლება. აქედან გამომდინარე, შემდეგი მოწვევის პარლამენტში, როდესაც ეს საკითხები დადგება, კომიტეტს მოუწევს უფრო მკაფიო რეაგირება და შესაძლებელია პარლამენტში მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მოწვევა და შესაბამისი მითითებების გაცემა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ბიუროსთვის გადაცემის საკითხს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს