ირაკლი კობახიძე - მსოფლიოში არსებული რთული ვითარების ფონზე ჩვენ განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, რაც მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის

მსოფლიოში არსებული რთული ვითარების ფონზე ჩვენ განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, რაც მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის და ზოგადად, იმისთვის, რომ ქვეყანა მყარად იდგეს მოწოდების სიმაღლეზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობა და სტაბილურობა უკიდურესად მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს ეკონომიკური ზრდის კარგი ტემპები.

„მშვიდობა და სტაბილურობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის კარგი ტემპები. ამ კუთხით მსოფლიოში არ არის მაინცდამაინც კარგი ვითარება. საკმაოდ არეულია მთლიანად მსოფლიო. რეგიონში სამწუხაროდ გვაქვს ომი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში არის საკმაოდ მასშტაბური ომი. ევროპაში არის სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, ამერიკის შეერთებულ შტატებში ორჯერ ესროლეს საპრეზიდენტო კანდიდატს. ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრს ესროლეს. ასეთია ის მძიმე ვითარება, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს გარშემო. ასეთ ვითარებაში ჩვენ განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდეს ჩვენს ქვეყანაში, რაც არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესი განვითარდეს და ზოგადად, ქვეყანა მყარად იდგეს მოწოდების სიმაღლეზე. რადიკალიზმი და სიძულვილი წითელ ხაზად გასდევს პოლიტიკას თითქმის ყველა ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის სამწუხაროდ, თანამედროვე ტენდენცია, რასაც ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან